კომაროვის პროექტ-გაკვეთილი ზოგადი განათლების სისტემის შესახებ!

პარასკევს, 28 აპრილს,  მეცხრე (5) კლასში (პედაგოგი - ჯიმშერ ხვედელიანი) ჩატარდა საჯარო განხილვა სამოქალაქო განათლების პროექტ-გაკვეთილის. მოსწავლეთა კვლევის ობიექტს წარმოადგენდა ზოგადი განათლების  სისტემის მიმოხილვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში. მათ განიხილეს ევროპის (ფინეთი) და აზიის (სინგაპური) ქვეყნებში დანერგილი სკოლის მოდულები, რომლებიც შეადარეს საქართველოს განათლების სისტემის მოდულს.  

მომხსენებლებმა კლასელებთან ერთად სტუმრებს წარუდგინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ ესახებათ საგანმანათლებლო სისტემის მომავალი.  


ზემოთ